вторник, 2 декабря 2008 г.

იქ, სადაც ბაყაყებიც კი არ ყიყინებენ
“აქ ბევრი მოდის და ამბობს: ამას გავაკეთებ, იმას გავაკეთებ, მაგრამ ისინიც მხოლოდ ფულს იღებენ და გარბიან. არავინ არაფერს აკეთებს, არავის ადარდებს, რომ შეიძლება აქ ყველანი მოვიწამლოთ. ჩვენ განწირულნი ვართ”,- ამ სიტყვებს ბოლნისის რეგიონის ყოველი მაცხოვრებელი აუდიო-ჩანაწერის მსგავსად იმეორებს. მდინარე მაშავერას და მასში ჩამავალი არხების წყლის ხარისხი ხალხში თანაბარ ნერვიულობას და აღშფოთებას იწვევს. მსგავსია მათი რეაქციაც, როდესაც საქმე ამ პრობლემას ეხება – შიში, პირველ რიგში, მათი თვალებიდან გამოსჭვივის.
მადნეულის (კაზრეთის) ადგილმდებარეობა:

კაზრეთი (მადნეული) მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, თბილისის სამხრეთ-დასავლეთით 80 კმ-ზე, მდინარე მაშავერას სანაპიროზე, იგი ქალაქის ტიპის დასახლებაა. საკვლევი ტერიტორია საკმაოდ დაშორებულია ჩვენი გეოგრაფიულ ცენტრის (საქართველოს გეოგრაფიული ცენტრი მდებარეობს ლიხის ქედზე სურამის გადასასვლელის დასავლეთ ნაწილში) და მდებარეობს მის სამხრეთ-აღმოსავლეთით. დედაქალაქთან დაკავშირებულია საერთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალით, აგრეთვე რკინიგზით.



სიტუაცია ასე შეიძლება აღვწეროთ: 1970-იან წლებში საქართველოს ქვემო ქართლის რეგიონ სოფელ კაზრეთში ოქროს მაღარო “მადნეული” შეიქმნა. აქ წლების მანძილზე ოქროს მოპოვება და დამუშავება ხდებოდა; როგორც წესი, ამ პროცესში დიდი რაოდენობის ქიმიკატები გამოიყენებოდა. დაბინძურების შესამცირებად მოსახლეობა ფილტრსა და სხვა გასასუფთავებელ მექანიზმებს იყენებდა. წლების განმავლობაში ეს ხელსაწყოები მოძველდა და მწყობრიდან გამოვიდა, რამაც ჰაერში შხამ-ქიმიკატების წილის გაზრდა გამოიწვია.
კომპანია მადანს მოიპოვებს ბურღვა-აფეთქების მეთოდით შემდეგ მიმდინარეობს მადნებიდან მეტალების მიღება და მიღებული პროდქტის გასუფთავება მინარევებისგან. ნარჩენებს წარმოების 4 საგანგებო ნაგავსაყრელზე ყრიან.
აღსანიშნავია, ისიც რომ კომპანიას აქვს წყლის ჩაკეტილი სისტემა, რაც მავნე ნივთიერების მდინარეში მოხვედრას გამორიცხავს. კომპანიის მესვეურთა მტკიცებით, ისინი რეგულარულად აკეთებენ წყლის ანალიზს, რომლის მიხედვითაც, მდინარეში მავნე ნივთიერებების არსებობა დასაშვებ ნორმებს არ აღემატება. ამით შესაბამისად მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მიუხედავად ასეთი "დაცული" სისტემისა მდინარე მაშავერა და კაზრეთულა სრულიად მკვდარ მდინარეებად ითვლებიან.
ღია მოლურჯო-მომწვანო ნივთიერების შემჩნევა, რომელიც ნელა მიედინება პატარა მდინარე კაზრეთულაში და იქიდან დიდ მაშავარაში ჩადის, ადვილად შეიძლება. აქვეა არასათანადოდ დაკავშირებული მილები, საიდანაც, ამჯერად, ყვითელი ფერის სითხე მოედინება.
მეორე მხიდან, სადაც უშუალოდ სამუშაოები ხორციელდება და სადაც წყლის ხარისხი უნდა რეგულირდებოდეს, ქიმიური ნაერთების მაღალი შემცველობის ფერადოვანი ნაკადი ჩამოდის. ”თითქოს ეს არაკონტროლირებადი პროცესები არ იყოს საკმარისი; კომპანია რეგულარულად საცავიდან არასასურველ ქიმიკატებს ფარულად უშვებს, რაც ხშირად ღამით ან წვიმის დროს ხდება”- აცხადებს ადგილობრივი წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციდან “გარემოს დაცვის კავკასიური ქსელი”.
ოცდაათ მეტრში, იქ სადაც “ფერადოვანი’ კაზრეთულა მაშავერას უერთდება, მდინარის მწვანე, ნაყოფიერი ნაპირი უსიცოცხლო ყვითელ კლდეებად გარდაიქმნება. 2005 წლის აგვისტოში გერმანელი და ქართველი მეცნიერების ერთობლივმა ჯგუფმა, სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, მდინარე კაზრეთულასა და მაშავერაში წყლის ხარისხი შეისწავლა. მეცნიერებმა საქართველოში შეგროვებული მონაცემები გერმანიის კანონმდებლობით გათვალისწინებულ დაბინძურების დასაშვებ დონეს შეადარეს. აღმოჩნდა რომ, სპილენძის (Cu) შემცველობა მაქსიმალურ კონცენტრაციას 12 - 168 ჯერ აღემატებოდა, ცინკის (Zn) 5- 17-ჯერ, კადმიუმი (Cd) 2.5-ჯერ. ირიგაციული მიზნებისათვის Cu შემცველობა მაქსიმალურს 10-40 ჯერ აღემატებოდა, Cd-ის 1.2 - 3.4-ჯერ, ხოლო Zn - 2.8-ჯერ. რაც შეეხება სასმელ წყალს, ნივთერებათა კონცენტრაცია მაქსიმალურს 33 ჯერ აჭარბებდა.
წლების განმავლობაში წყალთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა ანგარიშები განიხილებოდა. თუმცა ამ დრომდე დასკვნები ჯერ კიდევ არ გამოტანილა და ამომწურავი ექსპერტიზაც არ განხორციელებულა. ამდენად, რთულია რაციონალურად შეაფასო დაბინძურების რეალური საფრთხე და განსაზღვრო ის შედეგი, რაც მან შესაძლოა მოსახლეობაზე და გარემოზე იქონიოს. ხალხი კი დარწმუნებულია, რომ წყალი ტოქსიკურია, ხილი და ბოსტნეული მოწამლული, მოსახლეობა დაავადებულია სხვადასხავა სახის დაავადებებით, იბადება განუვითარებელი საქონელი, მოსავლის ხარისხი და რაოდენობა მცირდება. მართალია ცნობილია ფენომენი, როდესაც ადამიანი სხვადასხვა უბედურებას ერთ მიზეზს მიაწერს, თუმცა ისიც ცხადია, რომ წყალში მავნე ნივთიერებათა მაღალი შემცველობა უშედეგოდ ნამდვილად არ ჩაივლის.

კომპანია "მადნეულის" მიერ გახსნილი ახალი საბადო სოფელ ბალიჭთან ისე ახლოს არის, რომ სოფელს ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება. როგორც ბალიჭში ამბობენ იმის გარდა, რომ აქ მოყვანილი მოსავალი არაფრად ვარგა და მისი მიღება ჯანმრთელობისათვის კიდევ უფრო საშიშია (წლების განმავლობაში აქაურ მოსავალს გლეხები თითქმის ვერ ყიდიან იმ უბრალო მიზეზის გამო რომ აქ წყალი, ნიადაგი და ჰაერიც კი მოწამლულია, უფრო მეტიც, როგორც სპეციალისტები ამბობენ ნედლეულის მოპოვებას თან ახლავს ურანის გარკვეული რაოდენობის გამოყოფა) ადვილი შესაძლებელია სოფელში სერიოზული მეწყერი წამოვიდეს და მთელი სოფელი აღიგავოს პირისაგან მიწისა.
როდესაც ‘‘ნაციონალური ბიზნესი’’ დაინტერესდა ახალი საბადოს გახსნის სანაცვლოდ შესთავაზა თუ არა ‘‘მადნეულის’’ მოსახლეობას რაიმე სახით კომპენსაცია, აქაურმა მაცხოვრებლებმა, თქვეს, რომ მათი ახლობლები ამ საწარმოში მუშაობენ და ხელფასს იღებენ, სწორედ ეს არის მათი კომპენსაცია. ასე, რომ დიდი ზარზეიმით გახსნილი ბალიჭის საბადო არც ისეთი უსაფრთხოა, როგორც ამას გახსნის ცერემონიალზე კობა ნაყოფია და “მადნეულის” სხვა თანამშრომლები აცხადებდნენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ პირველი, რაც მადნეულის გენერალურმა დირექტორის კობა ნაყოფიას მიერ მოყვანილმა ადმინისტრაციამ გააკეთა ისაა, რომ გამოაკრა განცხადება ასეთი შინაარსით ‘‘სს ‘‘მადნეულის’’ დირექციას ეკრძალება მოქალაქეთა ყოველგვარი განცხადებების მიღება-განხილვა მატერიალური დახმარებების, ქველმოქმედებებისა და სპონსორული საქმიანობის გაწევასთან დაკავშირებით.
ძველი სტატისტიკა კი ასეთია: კაზრეთში ყოველი ათიდან ცხრა, პროფესიული დაავადებით იღუპება და თანაც ადრეულ ასაკში. აქაურები ერთ საინტერესო ფაქტსაც იხსენებენ თავის დროზე, ონკოლოგიურ კლინიკაში მისაღებში კარზე ასეთი წარწერა ჰქონდათ გაკრული - “ჩერნობილელები და კაზრეთის მოსახლეობა ურიგოდ”.
საბჭოთა პერიოდის დასრულების შემდეგ და დამოუკიდებლობის პერიოდშიც, სიტუაცია არ გამოსწორებულა. 2005 წლის ნოემბერში ბრიტანულ-რუსულმა კორპორაციამ “სტანტონ ექვიტი” და სუბსიდირებულმა რუსულმა ინვესტ ჯგუფმა გაიმარჯვა ტენდერში მადნეულის 97,25 პროცენტიანი წილის პრივატიზაციასთან დაკავშირებით. პრივატიზაციის პირობებში ერთ-ერთი მუხლი გარემოს სტანდარტების დაცვას მოითხოვდა, თუმცა იმ ქვეყანაში, სადაც კანონი ასეთი სუსტია, ეს მოთხოვნა ბევრს არაფერს ნიშნავს. ამავე კომპანიამ ასევე მოიგო ტენდერში შ.პ.ს. „ტრანს ქართული რესურსების“ 50 პროცენტიანი წილის პრივატიზაციასთან დაკავშირებით. ეს უკანასკნელი ახორციელებს ნედლეულის მოძიებას. როპორაციამ სულ 51,1 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. ამ თანხიდან 35,1 მილიონი აშშ დოლარი განკუთვნილია მადნეულის 97,25 პროცენტიანი წილის აქციებისთვის, ხოლო 16 მილიონი აშშ დოლარი კი შევა საქართველოს ბიუჯეტში კომპანიის ვალების დასაფარავად . თვითონ „მადნეული“ ფლობს ქართულ-ავსტრალიურუ შ.პ.ს „კვარციტის“ აქციების ნახევარს.
გადამჭრელი და მკაცრი ზომების ჩატარების შემთხვევაშიც კი, დაბინძურების შედეგი, რაც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, ასე ადვილად არ ჩაივლის. “გარემოს დაცვის კავკასიური ქსელის” წარმომადგენლების თქმით, მდინარის ნაპირი იმდენადაა დაბინძურებული, რომ სუფთა წყლის ჩადინების შემთხვევაშიც კი მდინარის ნაპირიდან ტოქსიკური ნარჩენების ჩამორეცხვას რამდენიმე წელი დასჭირდება.
იმისათვის, რომ მდინარის გასუფთავების პროცესი კიდევ უფრო არ გაჭიანურდეს, საჭიროა სუფთა წყლის ჩადინების პროცესის დაუყოვნებლივ ჩატარება.
რატომ ვერ გადაიჭრა პრობლემა დღემდე?! ვინც ამ რაიონის პრობლემებში გარკვეულია, მაშინვე გაგცემთ პასუხს-შიშით. ეს შიში სხვადასხვანაირია-სამსახურის დაკარგვის, ელემენტარული კეთილდღეობის და, რაც მთავარია, შიში ბოლნისში და კერძოდ კი კაზრეთში პოლიციური რეჟიმის დაბრუნების.
ეს პრობლემა იმდენად მწვავეა, რომ გერმანიის უნივერსიტეტმა გიზენმაც კი გამოიკვლია და მისი მოუგვარებლობის შემთვევაში მოსალოდნელია დაავადებულთა სტატისტიკის გაზრდა არა მარტო ბოლნისში არამედ საქართველოს სხვა რეგიონებშიც..
საქართველოსგან განსხვავებით, არსებობენ ქვეყნები, სადაც ოქროს მოპოვებას არანაირი საფრთხე არ მოაქვს ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის...
ოქროს მოპოვება ბიოლოგიური ეფექტის მეშვეობით

აქ მოთხრობილია აშშ პატენტის # 05378437 შესახებ “ოქროს საბადოდან ოქროს მიღების შესახებ”. ამ პრინციპიდან გამომდინარე გავდივართ ქიმიურ ეფექტზე, ხოლო ქიმიურიდან – ბიოლოგიურზე. ოდესღაც ავტორსაც მიაჩნდა, რომ ოქროს მოპოვება ხდებოდა ისე, როგორც ეს აღწერილი აქვს ჯეკ ლონდონს – ოქროს ქვიშიდან მისი გამორეცხვის გზით. მაგრამ, ამავე დროს დღეს ოქროს ღებულობენ მადნიდან, რომელიც თითოეულ ტონაზე შეიცავს 0.02 უნცია ოქროს (1 უნცია= 28.35 გრამს). ანუ ნახევარ გრამს თითო ტონიდან.
ცხადია, მცირედ ნაწილაკს ტონიდან ვერ გამორეცხავ, იგი თვალით უხილავია, მაგნიტით არ მიიზიდება. საჭიროა სხვა მეთოდის გამოყენება.
ეს არის პრინციპი: დროებით მივუერთოთ ოქროს სხვა ობიექტი. არსებობს ქიმიური ეფექტი: ოქრო იხსნება ციანიდებში. ეს ცნობილი კალიუმის ციანიდია – ანუ ნივთიერებები, რომლებიც შეიცავენ CNჯგუფს.
დღეს ეს მეთოდი-ანუ “ციანირების მეთოდი” რეალურად გამოიყენება წარმოებაში. ოქროს მადანს ამუშავებენ ციანიდებით და ღებულობენ კომპლექსებს, რომლებიც შედგება ოქროსა და ციანიდის იონებისაგან:
შემდეგ კომპლექსიდან “ოქროს იონი – ციანიდის იონი” უპრობლემოდ გამოყოფენ სუფთა ოქროს.
პრობლემა წარმოების ნარჩენებშია. ჩამდინარე წყლები, რომლებიც ციანიდების ხსნარებს შეიცავენ, დიდი ხნის განმავლობაში ღია წყალსაცავებია –იწამლებიან ფრინველები და ცხოველები.
წინააღმდეგობა შემდეგშია: ოქროს მისაღებად საჭიროა ციანიდები, და ამავე დროს დაუშვებელია ციანიდები, რათა არ დაზიანდეს გარემო.
გამოსავალი არსებობს: შესაძლებელია ბიოლოგიურ ეფექტის გამოყენება: ზოგიერთი მიკროორგანიზმი (წყალმცენარეები, სოკოები, ბაქტერიები) აპროდუცირებენ ციანიდის იონებს. ესენია ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები, რომლებიც ცნობილია ციანობაქტერიების და/ან ფოტოსინთეზური სახელწოდებით.
ამ გზის ძირითადი ეტაპებია (აშშ აღნიშნული პატენტის მიხედვით):
ზრდიან მიკროორგანიზმის კულტურას, რომელსაც აქვს ციანიდის იონების პროდუცირების უნარი. ამგვარად, ღებულობენ ციანიდის იონების შემცველი კულტურის წყალხსნარს.
სადაც:
- გლიცინი (ამინოძმარმჟავაა),
- ციანმჟავაა.
აღნიშნული კულტურის კონტაქტისას ოქროს მადანთან, იხსნება ოქრო მადნიდან და წარმოიქმნება კომპლექსი “ოქროს იონი – ციანიდის იონი”. ასეთი კომპლექსების რამდენიმე ვარიანტ არსებობს, ასეთებია:
მიკროორგანიზმები ახდენენ ოქროს გახსნილი იონების სორბირებას (“ბიოსორბცია”)

როგორ ხორციელდება ეს:

ფერმენტების ნორმალური მუშაობისათვის ბევრ მიკროორგანიზმს ესაჭიროება მეტალები. ამიტომ ისინი მეტალების აკუმულირებას ახდენენ უჯრედის შიგნით.
მას შემდეგ, რაც მიკროორგანიზმი მოახდენს კომპლექსის “ოქროს იონი – ციანიდის იონი” სორბირებას, ის ახორციელებს ციანიდის იონის მეტაბოლისმს და ტოვებს უჯრედის შიგნით Au+, Au2+ და Au3+იონებს. შემდეგ ხდება ოქროს იონის აღდგენა მეტალურ ოქრომდე.
ბაქტერიალურ-მადნეულ ნაერთს ტოვებენ ერთი საათის განმავლობაში მადნის დასალექად, შემდეგ ნაერთს აცილებენ მიკროორგანიზმებს ცენტრიფუგირების მეშვეობით. ბაქტერიებს აშრობენ, ახურებენ და მათგან გამოიყოფა სუფთა ოქრო.
ამგვარად, ციანიდი მიკროორგანიზმის შიგნითაა, გარეთ იგი არ არის და შესაბამისად, არ ვნებს გარემოს.
ჩნდება კითხვა, რა ემართება ნარჩენ ციანიდებს, მათ, რომლებსაც არ მიუღიათ მონაწილეობა პროცესში და ამიტომ შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდნენ? აღმოჩნდა, რომ ხდება მათი ასიმილირება, იშლებიან ისევ მიკროორგანიზმების მიერ შემდეგი რეაქციის თანახმად:
სადაც:
- დნმ (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავაა).